“ვულოცავ სრულიად საქართველოს სატანის ერთი ბრჭყალისგან განთავისუფლებას”- ეს განცხადება სოციალურ ქსელში დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა “რუსთავი 2-ის” შესახებ გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი მოვლენები ტვ პირველშიც განვითარდება.
“ვულოცავ სრულიად საქართველოს ,,…სატანის…” ერთი ბრჭყალისგან განთავისუფლებას…!!!
იმედია შემდეგი იქნება ,,TV პირველი”..!
და ამის შემდეგ, იმედია –
TV ,,იმედი” გამოფხიზლდება..!”-წერს დეკანოზი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც 3 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-დან” არხის მთავარი წამყვანები და სახეები გაათავისუფლეს. ტელეკომპანია კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს. 9 საათიანი კურიერი სულ 4 წუთს გაგრძელდა.