საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა დასრულდა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იმ კითხვებზე ისაუბრა, რომელიც მას დაკითხვის პროცესში დაუსვეს.
„სახუმარო ხასიათზე ვიყავი და შესაბამისად, კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით ვაპირებდი, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და სამი თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი. მათ მითხრეს, რომ რატომ ვაპირებდი წინიდან და მე ვუთხარი, რომ წინიდან იმიტომ ვაპირებდი, რომ მეგონა, რომ ბუღალტერია წინიდან იყო. მერე მითხრეს პოლიციელებმა, რომ არა, გვერდიდან არისო და ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო
„ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რას მოვიმოქმედებდი, თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა. ძალიან მარტივი პასუხია, ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის გართულება უფრო მეტი არ მომხდარიყო. შემდეგი მეტნაკლებად იურიდიული, აზრიანი კითხვა იყო ის, რომ იცით თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება. რაიმე სახის მოლაპარაკებები, ან კონსულტაციები, პოლიტიკური მოთხოვნები შეჯერებასთან დაკავშირებით იყო თუ არა, ბუნებრივია, ვუპასუხე, რომ იყო და ერთად შევჯერდით ყველაფერზე. სამი მაღალჩინოსნის გადადგომა იყო ერთად შეჯერებული პოლიტიკოსებს შორის, მეტი განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა,“- განაცხადა ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით დაიბარეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა და დღეს ჩვენება სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცა. ოქრუაშვილი საქალაქო სასამართლოში, მოწმის სტატუსით დაიკითხა.