“ვუსამძიმრებ პირველკლასელებს”- ჯაფარიძე პირველკლასელებს მიმართავს

თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა, ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასწავლო წლის დაწყებას.

როგორც ჯაფარიძე წერს ბავშვებს სკოლაში ასწავლიან ფარისევლობას და არ მისცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც აინტერესებთ.

„ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო. თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა, სადაც: – დაგამცირებენ – მოგექცევიან როგორც მონებს – დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას – არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ – გასწავლიან ფარისევლობას – დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს – შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს – შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას – საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა“ -წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ საკუთარი სკოლის გახსნას გეგმავს, თუმცა ამ დროისთვის მათ ამის საშუალება რიგი მიზეზების გამო არ მიეცათ. დღეს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.