ყაჩაღური თავდასხმა თბილისში – საბურთალოზე მდებარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “გირო კრედიტის” ფილიალს თავს დაესხნენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფანჯრებს, ნატყვიარი ეტყობა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ასევე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ.
ამ დროისთვის უცნობია, შეძლეს თუ არა დამნაშავეებმა თანხის წაღება. “გირო კრედიტი” ერთ-ერთი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, ის თბილისში რამდენიმე ფილიალს ფლობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 2010 წლიდან მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს.