ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა

კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა. 76 წლის ელზა გამყრელიძე, 3 მაისს, 85 წლის ქმარმა თავში არეში დაჭრა. დაჭრილი საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ყანდაურაში, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ლოგინად ჩავარდნილ ცოლს, რომელიც დღეს დილას საავადმყოფოში გარდაიცვალა, ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები.

ომარ გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

85 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების ფაქტზე.