ყასემ სოლეიმანი ირანის მიერ ამერიკული ბაზების დაბომბვიდან რამდენიმე სააათში დაკრძალეს

ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალეს. მის დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე ირანმა ერაყში მდებარე აშშ-ს ბაზები დაბომბა.

სოლეიმანი სამშაბათს უნდა დაეკრძალათ, თუმცა ცერემონიალზე ჭყლეტვაში 40 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, დაკრძალვა 8 იანვრისთვის გადადეს.

ირანში ყველაზე გავლენიანი გენერალი 3 იანვარს, გამთენიისას ამერიკის საჰაერო ძალებმა მოკლეს.
სოლეიმანის მკვლელობას აშშ-ირანს შორის დაძაბულობა მოჰყვა.