ყაზახეთში ქართული მანდარინის პარტია გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.
ყაზახეთში, კერძოდ, ქალაქ ნურ-სულთანში საქართველოდან ექსპორტირებული, 1,2 ტონა ინფიცირებული მანდარინი გაანადგურეს.
„ნურ-სულთანში ინსპექციამ საქართველოდან იმპორტირებული მანდარინის დიდი ტვირთი გამოავლინა, რომელიც ჭიით იყო დაავადებული.მავნებლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ინსპექტორმა 1210 კგ მანდარინი გაანადგურა“,- ნათქვამია განცხადებაში.