ყაზბეგში 2 საათის წინ ვერტფრენი ჩამოვარდა, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია პილოტი და აჭარა ჯგუფის ორი თანამშრომელი. ვერტმფრენმა ტექნიკური ინსპექტირება 22 მაისს გაიარა და საფრენი ბაზიდან სასტუმროსაკენ მიფრინავდა. კომპანია “ავიატორ პლიუსის” კუთვნილი ვერტმფრენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
კომპანია ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს. „აჭარა ჯგუფი“ სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან.