ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხევევის შესახებ ენერგო-პრო ჯორჯია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხევევის შესახებ ენერგო-პრო ჯორჯია სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს. 

“ენერგო-პრო ჯორჯიას გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა.

სს ენერგო-პრო ჯორჯია მწუხარებას გამოთქვამს დღეს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო”,-აღნიშნულია განცხადებაში.