დიღომში მომხდარ აფეტქებაზე “ყაზტრანსგაზი” განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხაში დარღვევა გახდა.
“სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ბინა სადაც აალება, მოხდა მეზობლების ინფორმაციით ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი წინასწარი ინფორმაციით გუშინ დატოვეს. “ყატრანსგაზ თბილისი” კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს.”– ნათქვამია ყაზტრანსგაზის განცხადებაში