“ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებს დამცინავად უთქვამთ, ვიღაც გაზის ბალონს აიტანდაო”:რას იხსენებს ადამიანი, რომელიც სიკვდილს გადაურჩა

{{ARTICLEIMAGE}}
ტელეკომპანია “კავკასიის” მემონტაჟე ილია ბუზალაძე, რომელიც 16 იანვრის ღამეს მომხდარი ძლიერ აფეთქების დროს სიკვდილს გადაურჩა, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში მომხდარი ამბის დეტალებს იხსენებს. როგორც მისი მონაყოლიდან ირკვევა, “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებმა, რომლებიც ადგილზე ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო გამოიძახეს, ტერიტორია აფეთქებამდე საათნახევრით ადრე დატოვეს: “მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იდგა, როგორც ახლა გავიგე, დამცინავად უთქვამთ, ვიღაც გაზის ბალონს აიტანდაო – საათნახევრის წასულები იყვნენ ამ ამბამდე. ყველაფერი წესრიგშიაო და წავიდნენ”,ამბობს ილია ბუზალაძე. ის სიკვდილს გადაურჩა, რადგან აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როცა ლიფტი დატოვა.

“სამსახურიდან სახლში დავბრუნდი, ლიფტში მეზობელთან ერთად ვიმგზავრე, მეექვსე სართულზე ჩავიდა, მერე გავიგე, რომ გარდაცვლილა. ლიფტიდან გამოსვლის მერე მოხდა აფეთქება. სახლის კარებამდე ვერ მივედი, ბლოკები დამეცა ზედ – მერე ვცდილობდი, ჩემი ოჯახის წევრები გადამერჩინა, ჩამოვიყვანე ისინი – გზაში საშინელება ხდებოდა – დაღუპულები… კიბეები წესრიგში იყო… ლიფტი მეცხრეზეა გაჩერებული-არ ჩამწყდარა. ღამით აგვიშვეს, მეექვსეზე დანგრეულია საერთოდ, ჩემთან მეცხრეზე არაფერია, ბზარებია ირგვლივ”. 


ადამიანი, რომელიც გუშინდელ აფეთქებას ბეწვზე გადაურჩა

ტრაგედია დიდ დიღომში: რა ვიცით ამ დროისთვის


დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო