ყირიმელი თათრების გადასახლების დაწყების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:
„დღეს ყირიმელი თათრების გადასახლების დაწყების 75-ე წლისთავია. ეს დღე გვახსენებს, რომ შეიძლება გაანადგურო ადამიანები, მაგრამ არა მთელი ხალხის სულისკვეთება. ყირიმელი თათრები ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ დღეს მათ ისევ რეპრესიები შეეხო, ვინაიდან ოკუპირებულ ყირიმში ისინი უკრაინისადმი ერთგულნი რჩებიან.მჯერა, რომ ყირიმელი თათრების სამშობლოს ოკუპაციისგან გავათავისუფლებთ. როგორი გრძელიც არ უნდა იყოს გზა ყირიმის დაბრუნებამდე, ჩვენ მას მათთან ერთად გავივლით. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე გრძელ ღამესაც კი განთიადი მოსდევს!“ – წერს ზელენსკი.
ყირიმელი თათრების გადასახლება 1944 წლის 18 მაისს დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, გადასახლებულთა რიცხვი 183 144 ადამიანს შეადგენდა, თუმცა მათი რეალური რიცხვი 400 ათასს აღემატებოდა. ყირიმელი თათრების სამშობლოში მასობრივი დაბრუნება 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო.
1944 წლის 18 მაისს, იოსებ სტალინის ბრძანებით ყირიმელი თათრების ციმბირში გადასახლება დაიწყო. ამ ძალადობრივი გადასახლების დროს გზაში დაიღუპა 110 000 ზე მეტი თათარი