49 წლის ასაკში, ნოდარ ხადური მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ხადური 2016 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო.
2012-2016 წლებში ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.
2003-2004 წლებში ის საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და საპარლამენტო მდივნის თანამდებობებს იკავებდა.