ყოფილი “მიხაილოვის” საავადმყოფოს შენობაში შეჭრილმა დევნილებმა ტერიტორია დატოვეს

უზნაძის 49-ში, კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში შეჭრილმა დევნილებმა ტერიტორია გვიან ღამით დატოვეს. დევნილთა დაახლოებით 10 ოჯახი საავადმყოფოში უნებართვოდ შევიდა და  ხელისუფლებისგან  თავშესაფარს ითხოვდა.

დევნილებს  ჯანდაცვის სამინიტროს წარმომადგენელი შეხვდა. მასთან მოლაპარაკებების შემდეგ დევნილებმა   შენობა დატოვეს. ისინი დღეს, 12:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში არიან დაბარებული.