{{ARTICLEIMAGE}}
2012 წლის მოწვევის პარლამენტში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა, საქართველოს მთავრობაში სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა.
ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამბობდა, რომ მის მიერ მანამდე ტელევიზიით ნათქვამი ფრაზა – “მე დავბრუნდი“ პოლიტიკოსის ორწლიანი ტაიმ-აუტიდან გამომდინარეობდა და ის პოლიტიკაში რაიმე სტატუსით დაბრუნებას არ გულისხმობდა.
პოლიტიკოსი იმასაც ამბობდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წაინააღმდეგ ბრძოლას”ქართული ოცნების“ მხარდამჭერის პოზიციიდან, განცხადებების დონეზე აპირებდა და ამისთვის რაიმე სტატუსი და თანამდებობა საჭირო არ იყო.
“მხარს ვუჭერ “ქართულ ოცნებას“ და ჩემს განცხადებაში სათანადოდ ავხსენი, რასაც ვგულისხმობდი. ჩემი დაბრუნება თანამდებობას და კონკრეტულ სტატუსს არ ნიშნავს. ახლა ეს მოცემულობაა, რა იქნება არჩევნების შემდეგ, არ ვიცი, დაველოდოთ“, აცხადებდა ირაკლი ჩიქოვანი.