ყოველდღე, დილას-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო? -ერეკლე კუხიანიძე

“ქართული ოცნებიდან” გარიცხული საკრებულოს დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს აცხადებს რომ მანდატს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს.

“მე ძალიან ვთხოვ ბატონ ბიძინას, შემხვდეს და მე ყველაფერს მოვუყვები, რა ხდება, როგორ ხდება. ყოველდღე, დილას-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო? ის ახალგაზრდები იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ რას ლაპარაკობდნენ. მე, გულწრფელად, მართლა მეცოდებიან ისინი, იმიტომ რომ არიან სათამაშოები ამ ნაცისტური მოძრაობის. რაღაცა კატეგორია ხალხისა კი, აყვირდა, მერე რა? რამდენი ხალხია, რომელიც მხარს მიჭერს?” – აცხადებს ერეკლე კუხიანიძე.