გადაუღებელმა წვიმამ თელავის, ლაგოდეხისა და ახმეტის შემდეგ ყვარელიც დააზიანა. ამჟამად ადიდებულია მდინარე დურუჯი, მონგრეულია დამცავი ჯებირები, დატბორილია ადგილობრივების კუთვნილი სახნავ-სათესები და ვენახები. ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლებთან ახლოს მიედინება. გადაუღებელი წვიმის გამო, სალიკვიდაციო სამუშაოები ვერ ხერხდება.
“შესაბამისი ტექნიკის მდინარეში შეყვანა მხოლოდ წყლის დონის დაწევის შემდეგ იქნება შესაძლებელი,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.