ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ჯიპის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 60 წლამდე ასაკის ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.