ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფრომაციი- შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. შტაბში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა რთული რელიეფის გამო, ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ვერ მუშაობს, რის გამოც ხანძრის ლოკალიზებას ცოცხალი ძალა ცდილობს. სამუშაოებს ქარი და ძლიერი სიცხე აფერხებს.ადგილზე უკვე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდან.
შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში,ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს გუშინ გაუჩნდა. შეიმჩნეოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი, რის შემდეგაც საქმეში კახეთის სამმართველოს სახანძრო–სამაშველო ჯგუფები ჩაერთნენ. ისინი მთელი ღამე მუშაობდნენ.
ხანძრის მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.