დაიცავი საქართველოს შეკრებაზე მისულმა ეკა ბესელიამ განაცხადა რომ შეკრების მთავარი მიზანი არის ის რომ ყველა ადამიანმა დატოვოს ხელისუფლება ვისაც მიაჩნია რომ დღეს ძალადობა დასაშვებია.
„ამიტომ, პიროვნებები კი არ არის აქ ჩვენი სამიზნე, არამედ გვინდა ცვლილებები, ვებრძვით იმას, რომ არ მოხდეს წარსულის აღზევება და ამ ცვლილებების პროცესში გვინდა, რომ იყოს უკეთესი რეალობა, ეს არის მთავარი იდეა. ამიტომ უნდა შეიცვალოს ყველა, ვინც არის მართვის სადავეებთან და ვისაც მიაჩნია, რომ ის, რაც წარსულში ხდებოდა ძალადობის სახით, დღეს შეიძლება, ეს იყოს დასაშვები,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეკრებას ასევე ესწრებოდა საკრებულოს უმრავლესობიდან წასული დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი რომელიც თვლის რომ ივანიშვილის მმართველობაში არსებით პრობლემას ვერ ხედავს.„ივანიშვილი არის ერთი გვარი. თქვენ განსხვავებას ვერ ხედავთ, ბიძინა ივანიშვილს სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავს და ბიძინა ივანიშვილს გაზი არ გაუშვია,“ – ამბობს ჯაბა ჯიშკარიანი.