“ყველა კითხვას გავეცი პასუხი”-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. ის პროკურატურაში 20 ივნისის საქმეზე გამოიკითხა.
მან განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე ყველა შეკითხვას გასცა პასუხი და ყველა ფაქტი საქმის მასალებში დევს.
„ყველა კითხვა,რომელიც აინტერესებდა მიმდინარე გამოძიებას, მოგეხსენებათ რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო.
შს სამინისტროს, ჩემი პირადად და მთავრობის ძირითად საზრუნავი არის ამ ღონისძიების დროს, ძალადობრივი უკანონო აქციის დროს დაზარალებული ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, რასაც ვაკეთებთ.
გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოძიება ,რომელიც მიმდინარეობს შს სამინისტროში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი,რომელმაც პირდაპირ მოწოდებით, პოლიტიკოსებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი,რასაც მოჰყვა სისტემური შტურმი პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად, საქართველოს პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები,“-განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე 28-ე დღეა მიმდინარეობს.