დაპირისპირება და ხმაური პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის კარლო კოპალიანის განცხადებას მოჰყვა.
„ნუ ლაპარაკობთ ძალადობაზე, წარსული დაგავიწყდათ? იქნებ ვინმეს დაავიწყდა, როცა ოთხოზორია-ტატუნაშვულის სიაზე ლაპარაკობს,მათი უშიშროების საბჭოს მდივანი გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი რომ იყო ერთი თვე. ასეთი პრემიერი არა, თქვენ მოგეწონებათ პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე ტრუპებს რომ ითხოვდა,“ – განუცხადა ოპოზციას კარლო კოპალიანმა, რაც უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ხმაურით და სიტყვიერი შელაპარაკებებით გაგრძელდა. პარლამენტის ტექპერსონალი იძულებული გახდა, პერიოდულად, სხდომათა დარბაზში ხმა გამოერთო.