“ყველა სამუშაო კეთდება ხელით” – კალაძემ იტალიაში შეკვეთილი საახალწლო განათებები დაათვალიერა (ვიდეო)

დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია. კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანიის (IDO SRL) მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნო.

მერია იტალიურ ნაძვის ხესა და საახალწლო განათებებში 2.8 მილიონ ლარს იხდის

“დედაქალაქი საახალწლოდ იქნება ძალიან ლამაზად განათებული, ყველანაირად მოწესრიგებული. ყველა სამუშაო კეთდება ხელით, რაც მზადდება ყველაფერი არის ჩვენი ქალაქისთვის, იქნება ულამაზესი, როცა სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ორ დღეში იქნება გამოგზავნილი.

რაც მზადდება არის ძალიან მჩატე, იმისთვის, რომ უსაფრთხოების თვლასაზრისით რაიმე პრობლემა არ შეგვექმნას უამინდობის დროს”- აღნიშნა კალაძემ ვიდეომიმართვისას და დასძინა, რომ აღნიშნული კომპანია საახალწლო განათებებს თბილისის გარდა, ლონდონს, ბერლინს, დუბაის უმზადებს. 

დედაქალაქი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შევხდება. მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო.