გიძინა ივანიშვილის განცხადებიდან რამდენიმე წუთში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი განცხადება უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ მას არავინ უნდა დათანხმდეს.
“ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, უნდა გამოუშვას ყველა დაპატიმრებული და დაუყონებლივ უნდ ადანიშნოს არცევნები რიგგარეშე პროპორციული სისტემით, გამოცვალოს ცესკოს ნაყიდი თავმჯდომარე, ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და ყველამ ერთად ჩავატაროთ არჩევნები.ეს არის რეალურად რაც უნდა გაკეთდეს დანარცენი არის სულელებზე გათვლილი, აქციები უნდა გავრცელდეს მთელ საქართველოზე ქუტაისში, ბათუმჯში თბილისში, ყველა სოფელში ყველა ქალაქში და ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას ეს გველეშაპი დამაქცეველი საქართველოსი. მეტი გამოსავალი არ არსებობს და ყველა მისი ჯალათები გახარია, გომელაური და ყველა სხვა უნდა გადადგნენ და აგონ პასუხები.”-განაცხადა სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქზე პირდაპირ ჩართვაში.