ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
„რაც მთავარია პოლიციამ 225-ე მუხლით უკვე აღძრა ძიება, რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა და მოახერხა, ორგანიზება გაუწია მშვიდობიან აქციის ძალადობრივ აქციაში გარდაქმნას და შტურმს პარლამენტში და პოლიციელების წინააღმდეგ უმკაცრესად იქნება დასჯილი,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
~