“ყველაფერი დალეწა მან და იმ თავის დალეწილში აიხლართა“–სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ეთერში საავადმყოფოდან ჩაერთო

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც მისი ბიუროს თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს ტვ პირველის ეთერში დღეს საავადმყოფოდან ჩაერთო. ის საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც ბიუროს თანამშრომლის ბრალდებები საჯაროდ გახმაურდა და გამოძიება დაიწყო.  ჯიშკარიანი გადაცემაში მის ადვოკატთან, მარიამ კუბლაშვილთან ერთად მონაწილეობდა.

ჯიშკარიანი ამბობს, რომ ყველაფერი, რაც მისმა თანამშრომელმა მოყვა “არის შეთითხნილი, ტყუილი, შავი პიარი. და მიმართულია ავტორიტეტული მაჟორიტარული დეპუტატების მიმართ.

“სამწუხარო ის არის რომ ილია ჯიშკარიანს ენჯეოებმა და მედიასაშუალებმაც განაჩენი გამოუტანეს.არსებობს ჩვენს ქვეყანაში სასამართლო, გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს იძახიან რომ ილია ჯიშკარიანს უდგას ხელისუფლება, მთავრობა, აგერ ჩანს თუ მიდგას, რა მძიმე ბრალი წამიყენა სამართალდამცავებმა.ეს არის მიმართული პოლიტიკა რომ არჩევნებამდე გაანადგურონ ადამიანები, რომლებმაც კიდევ შეიძლება მოიპოვონ ხმები.“– ამბობს ჯიშკარიანი.

მისი თქმით, წაყენებული ბრალდება მისთვის საშინელებაა, თუმცა აუცილებლად დადგება ფეხზე და ყველაფერს გაუმკლავდება.

“ძალიან გაბრაზებული ვარ მე ამ ახალგაზრდა გოგონაზე. ახალგაზრდულიდან მოხვდა ჩემთან ახალგაზრდების რეკომენდაციით. 2017 წელს გავიცანი 3 წელია მუშაობს ჩემთან. თანაშემწე არ ყოფილა, ბიუროში ყველა სპეციალისტია და ისიც სპეციალისტი იყო. მისი საქმიანობა იყო ადამიანების მიღება–გასტუმრება.

გაუჩნდა უცებ ამბიცია და წინ და მაღლა კარიერული სვლის, რომელშიც მე შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი და რეკომენდაციებიც არსებობს. ამიტომ გაახსნედა ეს რაღაც სხვა მდგომარეობაში და მომაყენა ძალიან დიდი ზიანი და უნდა ახლა თავს ლაფიც დამასხას.“

ჯიშკარიანი ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს. ერთადერთი ამბობს, რომ თოდაძეს ხელით არ შეხებია ნივთები ოფისში თავად თამთა თოდაძემ დაამტვრია.


უფრო დეტალურად აღწერს ინციდენტს მისი ადვოკატი.

მარიამ კუბლაშვილი ამტკიცებს, რომ თამთა თოდაძეს ქონდა კონკრეტული მიზანი. ის იყო უკმაყოფილო იმ თანამდებობრივი მდგომარეობით დიდი ხანია და იყო კონფლიქტური ბოლო პერიოდში. დადიოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან გასაუბრებაზე. ერთ–ერთგან მიიღო შეთავაზება, რომ ფართო პოლიტიკურ ტრიბუნაზე გავიდოდა.

“მას ქონდა კონკრეტული ამბიციები ცნობადობის დიდი სურვილი. ამას ადასტურებენ მოწმეები და ეს საქმის გარემოებებში გამოვლინდება.

ეს ადამიანი იყო გაბრაზებული და მიაჩნდა, რომ ის უნდა ყოფილიყო მაღალ თანამდებობაზე.მას ქონდა კონკრეტული მიზანი. ის უნდა გამხდარიყო ცნობილი, აუცილებლად პოლიტიკურ არენაზე უნდა გამოსულიყო. “ – ამბობს კუბლაშვილი

მისი თქმით, ინციდენტის დღეს თანამშრომლებმა ალკოჰოლი დალიეს. თამთამ ყველაზე მეტი ა – ხუთი ან მეტი ჭიქა კონიაკი და იყო ნასვამი.

კუბლაშვილის თქმით ქეიფის დარსულების შემდეგ ერთ–ერთმა თანამშრომელმა წაყვანა შესთავაზა, თუმცა თამთამ უარი უთხრა. იმის გამო რომ ნასვამი იყო სახლში წასვლა კიდევ ერთმა თანამშრომელმა და თავად ილია ჯიშკარიანმაც შესთავაზეს, თუმცა თოდაძე არ წავიდა.

ადვოკატი ამბობს, რომ ილია ჯიშკარიანს ეჩქარებოდა და მეუღლესთან ერთად სტუმრად აპირებდა წასვლას. ამას ადასტურებს მისი სატელეფონო ზარი მეუღლესთან, რომელსაც ოფისში ელოდებოდა და რომელიც თამთა თოდუას გასვლიდან მალევე მივიდა ოფისში.

ადვოკატის მტკიცებით მას შემდეგ რაც მარტოები დარჩნენ თამთამ დაიწყო ხმამაღალი საუბარი და საყვედურობდა ჯიშკარიანს, რომ მან მერიაში მაღალანაზღაურებადი სამსახური არ უშოვნა.

ადვოკატი ამბობს, რომ ტექნიკა თავად თამთამ დალეწა, რომელიც გაბრაზდა, როცა ჯიშკარიანმა უთხრა, რომ სამსახურს ვერ უშოვნიდა. მან ნივთები მაგიდიდან გადაყარა და დაამტვრია.

“თამთა გაბრაზდა როცა ბატონმა ილიამ უთხრა რომ არ შეუძლია და არ აქვს გავლენები, გადაყარა ნივთები დაბლა. დაიმტვრა პრინტერის თავი და ამის შემდგომ ის ადგა, ნამსხვრევებზე ფეხი დაუცდა და დაეცა ძირს. ილია შეეცადა მის წამოყენებას, მაგრამ თამთა იყო ძალიან აგრესიული. ადგა, აიღო ჩანთა ბატონმა ილიამ უთხრა წადიო , ვერ აანალიზებ რას აკეთებო “ – ყვება ადვოკატი და ამტკიცებს, რომ წასვლის წინ თამთა თოდაძე ჯიშკარიანს დაემუქრა.

ილია ჯიშკარიანიც ამტკიცებს, რომ თამთა თოდუა თავისივე დამსხვრეულ ნივთებზე დაეცა:

“საზოგადოებას გააგებინეთ, ნუ იქნებით ცალმხრივები. ილია ჯიშკარიანი ამ სოფლიდან ისე არ გავა რომ თავისი სიმართლე არ დაამტკიცოს.

მე მამაოები, დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელნელა ვიღდგენ რომ ამ ბრძოლისთვის გავეზმადოთ.წარმოგიდგენიათ ჩემს ადგილას თავი?მე განაჩენი გამოტანილი მაქვს. განაჩენი გამომიტანეს ამ ფემინისტებმა და ლიბერალებმა.

ყველაფერი დალეწა მან და იმ თავის დალეწილში აიხლართა. როგორ შეიძლება წერტილოვანი ზიანი მიაყენოს მოძალადემ. ექსპერტიზის დასკვნა ნახეთ. დარტყმული აქვს, მოჭერილი აქვს რამე თუ რა არის? საიდან მიიღო დაზიანება? იქნება ქუჩაში წაიქცა ისეთი ნასვამი იყო. იქნებ გაეხახუნა კედელს. იქ გაიხლართა თავის დამტვრეულ დამსხვრეულ ნამსხვრევებში ისეთი მთვრალი იყო.“– ამბობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი.