“ყველაფერს გეტყვით ხვალ“–ივანიშვილი ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებთან შეთანხმდა. ჯერჯერობით უცნობია რაზე

ქართული ოცნების პარტიულ ოფისში ბიძინა ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების შეხვედრა შედგა, რომლებმაც პარლამენტში პროპორციული არჩევნების შესახებ პროექტი ჩააგდეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა მაჟორიტარი აცხადებდა, რომ მათსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა გარკვეული შეთანხმება, თუმცა მას ჯერჯერობით ვერ გაასაჯაროებენ, რადგან ხვალ დილით უმრავლესობას უნდა გააცნონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეატყობინებენ საზოგადოებას შეთანხმების შესახებ:

“ვისაუბრეთ საკმაოდ ბევრი, საათნახევარი. შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შევთანხმდით,ამ მომენტისთვის მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ.
ეს შეთანხმება უნდა კიდევ ერთხელ განხილულ იქნას უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს. უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით რა საკითხები იყო განხილული და რა შეთანხმება შედგა. პროდუქტიულს ვეძახი იმიტომ, რომ სხვა შეხვედრებთან შედარებით დღეს პრინციპულ საკითხებზე იყო შეთანხმება და თანხვედრა. რას ეხება? საარჩევნო სისტემას რა თქმა უნდა. კონკრეტულ შეთანხმებაზე ვერ მოგახსენებთ, რადგან ხვალ ათ საათზე უნდა იყოს უმრავლესობის ფორმატში განხილული და საერთო შეთანხმების საგანი რომ გახდება შემდეგ გეტყვით ყველაფერს. ეს არის ჩვენი ინიციატივა და ამაზე მეტ დეტალებს მოგახსენებთ ხვალ.

შეხვედრა შედგა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, პრინციში შეთანხმება მიღწეულია. გადაწყვეტილება იქნება გაჟღერებული ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ.“ – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე. 

როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, დღეს შედგა ჯენტლმენური შეთანხმება, რომ დღევანდელი საუბარი უმრავლესობის სხდომამდე არ გახმაურდეს.