“ყველაფერს გვთავაზობენ იმისთვის რომ ხმა სანდრა რულოვსს არ მივცეთ” – ზუგდიდში “ოცნების” ზეწოლა გრძელდება

არჩევნების წინა დღეს ზუგდიდი კვლავ ამომრჩეველზე ზეწოლისა და შანტაჟის მთავარი ეპიცენტრია. სოფლებში ონკოლოგიურ პაციენტს ხელისუფლება ძვირადღირებული წამლის ტრანსპორტირებას დაპირდნენ, სანაცვლოდ კი ოჯახმა თანასოფლელების მობილიზაცია უნდა მოახდინოს და ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცენ. 

„ვიცი, რომ მოდიან „ოცნების“ ლიდერები, თანამშრომლები და ვინც სანდრა რულოვსს ვაძლევთ ხმას, უნდათ ყველას შემოსყიდვა. აძლევენ ზოგს პურის ფულს, 50 მანეთს, ცემენტს, ბევრ რაღაცას აძლევენ, იმისთის, რომ სანდრა რულოვსს ხმა არ მივცეთ,“ – განაცხადა ადგილობრივმა.

„სთავაზობენ 10 ათას ლარს, მე-4 სტადიის კიბო აქვს ავადმყოფს. კოორდინატორია ნარუშვილი ვასიკო, უთხრეს, რომ 10 ათასი ლარით დაგაფინანსებთ, თუ შენი სამეზობლოდან პირადობებს მოგიტანთ. 80-მდე ადამიანმა პირადობა მისცა. იწყებენ 50ლარიდან, 100 ლარიდან,“ – აცხადებს ერთ-ერთი პირი.

აღნიშნული ინფორმაცია ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მარიკა დათუკიშვილმა გადაამოწმა.

„ადამიანის ჯანმრთელობით, ფაქტობრივად, ვაჭრობენ. ადამიანს, რომელსაც მძიმე დაავადება აქვს და მას სიცოცხლისთვის აუცილებლად ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტი, ამ მედიკამენტის თანხას ურიცხავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ის მეზობლებიდან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, შეკრებენ პასპორტებს, რომ არ მიეცეთ საშუალება, ხვალ მივიდნენ არჩევნებზე და მისცენ ხმა სანდრა რულოვსს. მაგრა ხელისუფლებას ავიწყდება, რომ კახათში ცხოვრობს ყველაზე ერთგული, პატრიოტი, ღირსეული ადამიანები. ისინი ხელისუფლების პროვოკაციებს, ამ ბინძურ მეთოდებს არ წამოეგებიან,“ – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.