ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალი თავისუფალია. პირველი კომენტარი მან სასამართლო დარბაზიდან გათვაისუფლების შემდეგ გააკეთა.
სუსლიაკი ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქმის გაყალბება მოხდა. სუსლიაკმა შესაძლოა ის პირები დაასახელოს, ვინც მისი თქმით, საქმის ფალსიფიკაცია მოახდინეს..
„ჩემი საქმე სრული ფაბრიკაციაა და მე ვიცი, ვინ გააყალბა ეს საქმე, მათი სახელებიც კი ვიცი და თუ გონს არ მოეგებიან, მაშინ ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი. ყველაზე დიდი პრეტენზია გამომძიებელთან მაქვს. მე ბევრჯერ წავედი დათმობაზე ქართულ მხარესთან, ერთადერთი მიზნით, რომ სახლში ბავშვებთან გავეშვი. მთხოვდნენ ბრალის აღიარებას იმ ფონზე, რომ მე არ ვიცნობ ქართულ კანონმდებლობას, მიბიძგებდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, თან მიხსნიდნენ, რომ ამაში საშიში არაფერია. საბოლოოდ მივხვდი, რომ მათ უნდოდათ ჩემი ჩიხში შეყვანა,“ – განაცხადა სუსლიაკმა.
იულია სუსლიაკის პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა 10 შვილის დედა სასამართლო დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაათავისუფლეს.