ყველამ უნდა შეიგნოს, რა უსამართლობა არის ჩაბუდებული დღევანდელ ხელისუფლებაში. ეს სისტემა უნდა დაინგრეს, – ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა “გამარჯვებული საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მინდა შევეხო ირაკლი ოქრუაშვილს, როცა ადამიანში ხედავენ სიმამაცეს, ვაჟკაცობას და სამართლიანობას, ამნაირ ხელისუფლებას ეშინია ზუსტად ამის. დღეს რაც საქართველოში ხდება, ამ ხელისუფლებაში, ეს არის სრულიად ამოუხსნელი რაღაც უმსგავსო ნაძირლობა. ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი ადამიანები დღეს ამათ ტყვედ აიყვანეს და გამოკეტეს ციხეში იმისთვის, რომ მათში სამართალსა და სიმართლეს ხედავენ. ისინი არანაირ გადატრიალებას არ ცდილობდნენ. არანაირი ორგანიზატორები არ იყვნენ და არც ყოფილან. ამას დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ, ყველანი, საქართველოში მცხოვრებელები, თვითონ ის “ოცნების” გუნდი. მე პირველი წუთიდან იქ ვარ და ვხედავდი ყველაფერს რა ხდებოდა. ამათგან არანაირი მცდელობა არ ყოფილა”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შემომხედეთ მე და ჩემს ბრძოლას. ყველამ უნდა შეიგნოს, რა უსამართლობა არის ჩაბუდებული დღევანდელ ხელისუფლებაში. ეს სისტემა უნდა დაინგრეს, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ყველა პოლიტპატიმარი, ირაკლი ოქრუაშვილის თამადობით, უნდა განთავისუფლდეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, თუ რამე შეგვიძლია. ამას მოვუწოდებ მთელ საქართველოს”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.