“ყველას აქვს უფლება დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს ფილმს”-ნიკა ლალიაშვილი “იმედის” ჟურნალისტების პროტესტზე

“ყველას აქვს უფლება დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს ფილმს” –  ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “იმედის”ეთერში გასული ფილმის პროდიუსერი და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილი ჟურნალისტების კრიტიკას.  ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. 

„ტელეკომპანიას აქვს ძალიან ლიბერალური სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს იმ ფილმებს რომელიც გადის ტელეკომპანიის ეთერში. ეს აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესია“, -განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა. 

ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

ფილმში აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა დადანაშაულებული და ომის დაწყება განხილულია, როგორც მექანიზმი სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა მას დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.