ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ერთგულ ძაღლს ემშვიდობება.
საელჩო ოფიციალურ გვერდზე ფოტოს და ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით ირკვევა,რომ საელჩოს კუთვნილი ძაღლი კობა, რომელიც საელჩოში ცხოვრობდა, მოკვდა.
„ამ კვირას ჩვენს ერთგულ მეგობარს, კობას გამოვემშვიდობეთ. კობა საელჩოს დიდ ოჯახს 15 წლის წინ შემოუერთდა. მაშინ ჯერ კიდევ ათონელის ქუჩაზე ვმუშაობდით. ამ ხნის განმავლობაში მისი კეთილი მზერითა და კუდის ქიცინით შეგებების გარეშე არ ჩაუვლია არცერთ სტუმარსა თუ თანამშრომელს.
კობა ყველას დაგვაკლდა და ძალიან მოგვენატრება“,- წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.