საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზარმაზარ წარმატებად მიიჩნევს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს, Fitch--ის მიერ საქართველოს სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესებას BB მინუსიდან BB სტაბილურამდე. მოსახლეობისთვის ამ სიახლის მილოცვის მიზნით ბახტაძემ ბრიფინგი გამართა.
პრემიერის განმარტებით, აღნიშნულ რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა გახდა უფრო კონკურენტუნარიანი, შესაძლებელი იქნება მეტი ინვესტიციის მოზიდვა, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა.
“ყველას გილოცავთ! საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fიტცჰ-მა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც – დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც Fიტცჰ-მა -ის რეიტინგში დაწინაურდა. რას ნიშნავს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება?! ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში უკვე გვაქვს ნაკლები რისკები, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო შემცირდება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ზოგადად ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის – სიღარიბის დაძლევაზე”,თქვა მამუკა ბახტაძემ.














