ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გადაიყვანენ

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტირს მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველა მოქალაქე, რომელიც შემოვა საქართველოში , მიუხედავად იმისა, საიდან შემოვლენ ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს ასევე, პრემიერმინისტრ გახარიასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეჩერდა.