ყველაზე მძლავრი იარაღი, რასაც ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს

გამოცემა Business Insider–ის ექსპერტებმა ნატოს ქვეყნების შეიარაღების ის სახეობები ჩამოთვალეს, რომლებიც რუსეთთან პოტენციურ ომში შეიძლება იქნას გამოყენებული. სიის ერთ–ერთი პუნქტია მეხუთე თაობის ამერიკული სტელს–გამანადგურებელი F-35 Lightning II. ავტორების აზრით, სხვა ვერცერთმა ქვეყანამ ჯერჯერობით ასეთი უჩინარი და მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავის შექმნა ვერ შეძლო.
სიაში შედის ევროპულ ქვეყნებთან ერთობლივად შექმნილი მრავალსამიზნიანი გამანადგურებელი Eurofighter Typhoon, რომელიც სპეციალისტების აზრით რუსულ Су-35–ის მსგავსია, თუმცა ბევრად გაუმჯობესებული ვარიანტი.
ჩამონათვალში მოხვდა სტრატეგიული ბომბდამშენები B-52, B-2 Spirit და B-1B Lancer, რომლებიც ევროპაშია ბაზირებული და მოწინააღმდეგის შეკავება უნდა უზრუნველყოს.

გამოცემამ ცალკე გამოყო ამერიკული ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავი P-8A Poseidon – წყალქვეშა ნავებზე ერთ–ერთი საუკეთესო მონადირე. ამავვე კატეგორიაში გაიყვანეს იტალიური, ფრანგულ, ესპანური, ნორვეგიული დადანიური ფრეგატები.
სხვა სახეობის შეიარაღებას შორის მოხსენიებულია ამერიკული ვერტმფრენი AH-64 Apache, გერმანული ტანკი Leopard 2, Nimitz–ის კლასის ამერიკული ავიამზიდები , ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები Patriot და Virginia–ს კლასის წყალქვეშა ნავები.