ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა მელია, რომელიც გადმოვიდა ხალხის მხარეს და თქვა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს-ვასაძე


ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა მელია, რომელიც  გადმოვიდა ხალხის მხარეს და თქვა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს- ეს განცხადება ლევან ვასაძემ ცოტა ხნის წინ ვერის ბაღში ჟურნალისტებთან გააკეთა.

ბიზნესმენმა განაცხადა რომ არ დაუშვებს კავკასიის გარყვნას და პრაიდის ჩატარების შემთხვევაში, ვასაძე და მისი მხარდამჭეერები თვითონ დაიცავენ წესრიგს. 

ვასაძემ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და კომბლები სახლში დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი რაზმის წევრებად არ ჩათვლიდა. 

შეგახსენებთ, რომ  ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ „არჩევანის“ ეთერში განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. მელიამ განმარტა მიზეზი, თუ რატომ ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე პრაიდის ჩატარება არის მიზანშეუწონელი. დეპუტატი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენები, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან მოხდა, პრაიდის კვირეულშიც განმეორდება.