ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, სავარაუდოდ, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებს და შიდასაუბნო ქუჩებზე გადაინაცვლებს.
როგორც ცნობილია მერიაში პროექტზე უკვე აქტიურად მუშაობენ.
“აუცილებლად გადაიხედება შესაბამისი კონტრაქტი, რადგან ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე და გარდაუვალი პროცესია. უახლოეს პერიოდში მოწოდებული იქნება საბოლოო ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ ქსელთან დაკავშირებით და ეს, რა თქმა უნდა, შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებსაც. ყვითელი მიკროავტობუსების ქსელის მოწესრიგება მოხდება და ის ცენტრალური ქუჩებიდან სავარაუდოდ, გადავა შიდა საუბნო არეალებში,” – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.