{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 2018 წელი შეაჯამა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ამბობს, რომ ქართული დიპლომატიისთვის, მომავალი 2019 წელიც ახალი მიზნების, ამოცანების და გამოწვევების წელი იქნება.
“მიიწურა ერთად ყოფნის მორიგი წელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდმა, ქართულმა დიპლომატიამ, უდიდესი ძალისხმევისა და პროფესიონალიზმის შედეგად შეძლო 2018 წელი მრავალი მიღწევით ჩაეწერა ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვნი ნაბიჯები საქრთველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ღირსეული ადგილის განსამტკიცებლად.
ქართული დიპლომატიისთვის, მომავალი 2019 წელიც ახალი მიზნების, ამოცანების და გამოწვევების წელი იქნება. წლის დასაწყისში მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება 2019-2022 წლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მთავრობის დონეზე დამტკიცებული პირველი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, სადაც საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციისა და საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის შემდეგომ, კიდევ ერთხელ გაიწერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მთავარი მიმართულება – ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრცია და მშვიდობიანი გზით ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მსოფლიოში შექმნილ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყნის საგარეო სტრატეგიის ეფექტური იმპლემეტაცია ჩვენს დიდ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, საქმისადმი ერთგულებით, მაღალი პასუხისმგებლობით, ერთიანობით და რაც მთავარია სიმართლით, ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ, საქართველოს დიპლომატებს ბედმა გვარგუნა, გვქონდეს პრივილეგია, საქართველოს წარმოვადგენდეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხის დიდი ნდობის მანდატი გვაქვს და მათი იმედების გაცრუების უფლება არ გვაქვს.
2018 წელი ჩემთვისაც განსაკუთრებული იყო, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების და ასევე ქართული დიპლომატიის წინაშე. ბოლომდე დავიხარჯები საქართველოს გამარჯვების, მისი ხალხის და ჩვენი დიპლომატიური სამსახურის წარმატებისთვის! ამ საქმეში თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის იმედი მაქვს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ გუნდად შეკრული, საერთო გამოწვევების გასამკლავებლად და ახალი მიზნების მისაღწევად ვიყოთ გაერთიანებული 2019 და კიდევ მრავალ წელს. გულწრფელი მადლობა მინდა გითხრათ და გისურვოთ გამარჯვებები და წარმატებები საქართველოს საკეთილდღეოდ. ერთად ყველაფერს შევძლებთ!”,-წერია მინისტრის ტექსტში.