ზალკალიანის შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა-ლავროვი

ზალკალიანის შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა-ამის შესახებ რუსული გამოცემა “კომერსანტი” წერს.

“ქართველებს შემოდგომაზე ხვდებიან” – ამ სატაურით სტატია  26 სექტემბერს დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვის შეხვედრას ეხება.  სტატიაში აღნიშნულია,  რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნელნელა უმჯობესდება და ეს მას შემდეგ, რაც ზაფხულის დასაწყისში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა საკმაოდ  დაიძაბა.

“ლავროვისა და  ზალკალიანის მოლაპარაკებები  შვეიცარული მხარის შუამავლობით შედგა, საქართველოს ხელისუფლების სურვილთან იყო დაკავშირებული. მათ გადაწყვიტეს, რომ შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო რუსეთთან პირდაპირი საუბარი უხერხული იქნებოდა. ამასთან, შეხვედრა სწორედაც ორმხრივი იყო და ერთ საათს გაგრძელდა. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო, რომ ამ ოთახში სერგეი ლავროვსა და დავით ზალკალიანს გაეროში შვეიცარიის მუდმივი წარმომადგენელი იურგ ლაუბერი დახვდებოდათ. მას მისასალმებელი სიტყვა უნდა ეთქვა, დაეტოვებინა ოთახი და შეხვედრის შემდეგ განცხადება უნდა გაეკეთებინა იმაზე, რომ ეს შეხვედრა შედგა- წერს სააგენტო. 

ზალკალიანსა და ლავროვს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს სამიტის ფარგლებში  26 სექტემბერს შეხვდა.

ფარული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ  შეხვედრაზე საუბარი  რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო.