“ქართული ოცნების” დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, არ იქნებოდა სწორი კობახიძის გადადგომის შემდეგ მას დეპუტატის მანდატი არ დაეტოვებინა.