ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
შპს გარდაბნის თბოსადგურის 49.092%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი — საპარტნიორო ფონდია, 50.908%-იანი წილს კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ფლობს.
შეგახსენებთ, ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება 2019 წლის სექტემბერში შეუწყდა. ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი თბილისში გამართული სესიის და გავრილოვის ჩამოყვანის, რაც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.