„ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე”-ვასაძე ქუცნაშვილს

“ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე”, – ბიზნესმენი ლევან ვასაძე დღეს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და ზაქარია ქუცნაშვილი გააკრიტიკა. 

„ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც მაგ პარლამენტის დეპუტატის თანამდებობიდან. გაეთრიე მაქედან, რა“, – განაცხადა ვასაძემ.

შეგახსენებთ, საზოგადოების და ოპიზიციის პროტესტი იმ ფაქტს მოყვა, რომ სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა და მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია რუსულ ენაზე გახსნა.

იმ დროს როცა შესვენება გამოცხადდა და გავრილოვი სხდომატა დარბაზში არ იმყოფებოდა, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს.

ამასთან, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს მომხდარი ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა:  „ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას, მღელვარებას, დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი”