“ზარდიაშვილი ადეიშვილის სადღეგრძელოს დასალევად მაგიდაზე ადიოდა.ამათ პირდაპირ სახრე უნდა ურტყა“–გიგი უგულავა

“როცა ზარდიაშვილი, ეს ვიგინდარა სუბიექტი საუბრობს შალვა შავგულიძესთან და მას მკვლელების მფარველს უწოდებს, მართლა ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას მიაჩნია რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული.“ –ეს განცხადება გიგი უგულავამ დღეს საღამოს პალიტრა ტვ–ს ეთერში გააკეთა, იურიდიული კომიტეტის დაძაბული სხდომის შემდეგ, რომელზეც ევროპული საქართველოს ინიციატივას ხმაურით განიხილავდნენ. ოპოზიცია იუსტიციის საბჭოდან იმ არამოსამართლე წევრების გამოწვევას ითხოვდა, რომლებიც პარლამენტს ჰყავს  წარდგენილი და რომლებსაც ე.წ. მოსამართლეთა კლანის მხარდამჭერებად მოიაზრებენ. თუმცა მმართველი გუნდი ამ წევრების უკან გაწვევას არ აპირებს. სხდომაზე მივიდა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა შავგულიძეც, რომელსაც უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.
გიგი უგულავამ დღევანდელი სხდომა მწვავედ და ემოციურად შეაფასა.
“ეგ სუბიექტი (ზარდიაშვილი)ადეიშვილის მისაღებში იჯდა, ყავას ადუღებდა, ეგ ნაძირალა ეგა. და დღეს გამოდის აქ და ბრტყელ ბრტყელ რაღაცეებს ამბობს. ვისზე ლაპარაკობს ეს ზარდიაშვილი საერთოდ. ეს შნირი ყველასი და ყველაფრის. ეს აღზევებული მდაბიო, რას ბედავს საერთოდ. საერთოდ რა ქვეყანას ვაშენებთ და რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.
ზარდიაშვილი შალვა შავგულიძეს სასამართლოზე ელაპარაკება. რაღაცა საზღვარი ხო უნდა ქონდეს ყველაფერს. გამოვა კობახიძე და გაგაცვიფრებს უტიფრობით. მერე გამოვა მათიკაშვილი და ერთი ნაბიჯით გადაუსწრებს, მერე გამოვა ოხანაშვილი და კიდევ ორი ნაბიჯით გადაუსწრებს. ზარდიაშვილი გამოვა და ჯონსონივით გავარდება და გადაუსწრებს უტიფრობის ფსკერის არქონაში. რაზე უნდა ელაპარაკოთ ამ ხალხს? ესენი მართლა სახრეებით არიან გასაყრელი. პანჩურებით არიან გამოსაყრელი იქიდან. რას ვუყურებდით დღეს? ყვირილი, ჯღავილი, სახედაკარგული, გავეშებული. ამ ხალხით უნდა მართოს ივანიშვილმა ქვეყანა? ვინ არიან, რანაირი მოდგმაა, საიდან მოვიდნენ საერთოდ? ზარდიაშვილს როგორ უნდა ველაპარაკო?
ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში ერთადერთი კაცი ვიცი, მაგიდიდან რომ ჩამოათრევდი სკამზე ადიოდა ადეიშვილის სადღეგრძელოს დასალევად.
ესენი ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, რა ჯიშის ხალხი მოიყვანა. ამათ პირდაპირ დედა უნდა აგინო.
გუშინწინ ადგნენ და ამ მონსტრების კორპორაციამ, იუსტიციის საბჭოს ხალხმა კი არ დაელოდნენ ცხრაში, იქნებ მოვიგოთ, მერე ზაფხულია და ხალხს ინებ დაავიწყდეს. გამოწვევა გააკეთეს–კაბელების საქმის მოსამართლე და გირგვლიანის საქმის მოსამართლე სამუდამოდ დანიშნეს.
ხალხი აიღებს და ამათ გამოყრის რითაც მოხვდება ხელში.ამათ პირდაპირ უნდა აგინო, ამათ სახრე უნდა ურტყა ზარდიაშვილებს ერთად.
ზარდიაშვლი შნირი იყო და შნირად დარჩა. უბრალოდ ეხლა ძალაუფლება მისცეს და მაშინ მარტო ყავას ადუღებდა. მურუსიძე მაშინ იყო შნირი და ახლა არის მთელი ბატონ პატრონი, ძაღლი მიაკვდა ივანიშვილს, ხვალ რომ აღარ იქნება და ჩემი შვილის და თქვენი შვილის და ყველას შვილის მოსამართლე უნდა იყოს ის ვიგინდარა“.–ამბობს უგულავა.