გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან ასამბლეის წაყვანის ფაქტს საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.მათი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შტურმით აღება სცადა.რუსთაველზე სპეცრაზმი მომიტინგეებს ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირით გაუსწორდა.
ვიდეოში სპეცრაზმელი სახელად ზაზა ფანცქალაშვილია. ის მშვიდობიან მოსახლეობას სახეში უმიზნებდა და ესროდა. ვიდეოში აღბეჭდილია კადრი სადაც ზაზა ფანცქალაშვილი რუსთავი ორის ოპერატორსა და ჟურნალისტს უმიზნებს რეზინის ტყვიებს.
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2012 წლის 18 აგვისტოს, ანუ მაშინ, როცა ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მან შეიტყო, რომ შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლები: თეიმურაზ ფალავანდიშვილი, ზაზა ფანცქალაშვილი, მამუკა ჟვანია, დავით ბაგრატიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი, სამველ ბაზოიანი და არსენ მკრტუმიანი თანაუგრძნობდნენ „ქართულ ოცნებას“ და მათი დამცირება გადაწყვიტა პოლიტიკური შეხედულებების გამო.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი აქციის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვთ მიღებული. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.გუშინდელ აქციაზე 31 ჟურნალისტი დაშავდა. ამის გამო დღეს ჟურნალისტებმა შსს-თან აქცია გამართეს.