მიხეილ კალანდიამ მოსამართლეს მიმართა თხოვნით, რომ ზაზა სარალიძე პროცესზე აღარ დაუშვას, რადგან მას მისი ოჯახის წევრები მდგომარეობიდან გამოყავს.
„სამწუხაროა, მსგავსი ფაქტი რომ მოხდა. ყველა ადამიანს აქვს ნერვები და ყველაფერს აქვს საზღვარი. მესმის, რომ ზაზა სარალიძე დაზარალებულის უფლებამონაცვლეა, მაგრამ ჩემი და ჩემი ოჯახის არასახარბიელო ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ბატონი ზაზა პროცესზე აღარ დაუშვათ, რადგან მისი მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს აქვს ადგილი და ყველაფრის მომთმენი ჩემი ოჯახის წევრები მდგომარეობიდან გამოყავს. გთხოვთ, ბატონ ზაზა სარალიძეს სხდომაზე დასწრების უფლება აუკრძალოთ, ადვოკატი დაესწროს და გადასცეს მას რა ხდება სხდომაზე თუ აინტერესებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ აინტერესებდეს”,- განაცხადა მიხეილ კალანდიამ.
მოსამართლე, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მას უპასუხა, რომ პირი სხდომათა დარბაზში რომ არ დაიშვას, ის გაფრთხილებული ან გაძევებული უნდა იყოს და ეს საკითხი ახლა არ გადაწყდება.
სასამართლო პროცესი მომხდარი ინციდენტის გამო სასამართლო პროცესი დახურა, თუმცა მედიის წარმომადგენლებს დარჩენის უფლება მისცა. ცოტახნის წინ მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება მოხდა. თენგიზ კალანდიამ განაცხადა, რომ სარალიძე ,,თავისი შვილის სულს ჰყიდის ყოველდღე”.