ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებგვერდი შეიქმნა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. შემოდგომა-ზამთრის კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი „Discovery Georgia“ დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორიული, ბუნება, კურორტები და კულინარია არის აღწერილი.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ხორციელდება, ასევე პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და CNN-ის თანამშრომლობით საქართველოს CNN-ის გადამღები ჯგუფი ეწვევა და 5 საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება. საქარველოს ტურისტულ პოტენციალს CNN თემატურ კვირეულს მიუძღვნის. მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანდება და 23 წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც CNN-ის წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ. საქართველოს რეკლამა CNN-ის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდება.