უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის მოქმედ ლიდერს ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მან უმაღლეს რადას მოუწოდა, ინაუგურაციის თარიღად 19 მაისი დაამტკიცოს.პეტრო პოროშენკო ზელენსკიმ ეგვიპტეში მყოფ ტურისტს შეადარა, რომელსაც გამგზავრების წინ ჩემოდანში სასტუმროს ნივთებს ალაგებს.
ზელენსკის ბრალდებას პოროშენკოს ადმინისტრაციაში უპასუხეს. მათი თქმით, უკრაინა სასტუმროს ნომერი არაა და ხელისუფლების გადაბარება საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია.