შოუმენ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
მისი მილოცვა ფეისბუქით იანუკოვიჩის პრესმდივანმა გაავრცელა.
იანუკოვიჩი წერს, რომ უკრაინელებმა ზელენსკის პრეზიდენტის თანამდებობა ჩააბარეს ქვეყნის ისტორიაში უმძიმეს დროს, როცა უკრაინელი ხალხი გახლეჩილია და ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა.
ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე იანუკოვიჩი პასუხისმგებლობას პრეზიდენტ პოროშენკოს აკისრებს.
ვიქტორ იანუკოვიჩმა ახალ პრეზიდენტს წარმატება უსურვა.
ვიქტორ იანუკოვიჩი ბრალდებულია სახელმწიფოს ღალატში, უკრაინის სასამართლომ მას 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი ამჟამად რუსეთში იმყოფება.