ზელენსკისა და პოროშენკოს შორის დებატები კიევის სტადიონზე 14 აპრილს გაიმართება

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კანდიდატების ვლადიმერ  ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის  დებატები კიევის სტადიონზე 14 აპრილს  გაიმართება.

ინფორმაცია მოქმედმა პრეზიდენტმა პოროშენკომ დაადასტურა.

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დებატების ჩატარების გამოწვევა პოროშენკომ ზელენსკისგან მიიღო.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა, თუმცა ხმათა 50 პროცენტის  მოგროვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს შედგება.