ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ინფორმაციას გამოცემა “შპიგელი” ავრცელებს.
“შპიგელის”ინფორმაციით, გერმანიის მთავრობამ ლტოლვილის სტატუსი ხანგოშვილის მეუღლეს და ოთხ შვილს მიანიჭა.
ამიერიდან მათ ქვეყანაში დარჩენისა და მუშაობის უფლება მიეცათ. შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილი პანკისში დაკრძალეს.